მიხეილ სააკაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ახალი რევოლუციის ორგანიზება არ სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია“, – აცხადებს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში მხარდამჭერებს აგროვებს და მოგვიანებით, უმაღლეს რადასა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის თავისი მოთხოვნების გააცნობას გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ვინიცში, აქციაზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თავისი მოთხოვნების შესრულებას კანონიერი გზით შეეცდება

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე
შემდეგი სტატიათურქეთში დაპატიმრებული ფრანგი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა