(video) მიხეილ სააკაშვილი: მე ვფიქრობ, რომ არსენი “ტეტჩერი” უნდა გადადგეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 29, 2016 04:52

(video) მიხეილ სააკაშვილი: მე ვფიქრობ, რომ არსენი “ტეტჩერი” უნდა გადადგეს

“რამდენიმე ხნის წინ უკრაინის ოლიგარქებმა ჩაატარეს “იაცენიუკის გადარჩენის” ოპერაცია , თითქმის გადაარჩინეს კიდეც, მაგრამ ეს ოპერაცია არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, რადგან იგი არ არის თავსებადი პოლიტიკურ ცხოვრებასთან, შემდეგ მოიგონეს მეორე ვარიანტი, რომ იცენიუკი გადასწიონ გვერდზე და მოიყვანონ ტექნოკრატები (ტექნიკური მთავრობა), რაც სხვა არაფერია თუ არა ის, რომ სქემა დატოვონ უცვლელი და ხელშეუხებელი”-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “TEMA”-ში.

“მე ძალიან კარგად მესმის და ვიცი ვინ არიან ეს ტექნოკრატები და რა იმალება მათ უკან. ტექნიკურ მთავრობას მოცილებული აქვს ყოველგვარი პასუხიმგებლობა ანუ ის, არც არსაიდან მოვიდა და არც არსაით მიდის. ასეთ შემთხვევაში რითი შეიძლება დაეხმარონ ასეთი ადამიანები სახელმწიფოს? ეს არის რეალური სტატუს-კვოს დაყენება ოლიგარქების და კორუმპირებული მთავრობის მხრიდან, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა შევცვალოთ. არც ერთ პარტიას რომელიც არ უნდა იყოს ის, არ შეუძლია შეცვალოს ეს სიტუაცია ამის შეცვლისთვის საკმარისია რაიმე სახის პოლიტიკური სტრუქტურის ან ჯგუფის შექმნა. გვჭირდება რაიმე ახლის მოფიქრება. დასაწყისისთვის საკმარისია ის, რომ იაცენიუკი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან”

იაცენიუკს არაფერი აქვს საამაყო, იგი არ უყვარს ხალხს. ხალხს არ უყვარდა მარგარეტ ტეტჩერი (თუმცა არაფერი საერთო აქვთ მას და იაცენიუკს) და ამიტომ უნდა გადადგეს არსენი “ტეტჩერი”. მე ვფიქრობ უნდა შედგეს სპეციალური პროგრამა პრეზიდნტის მეთაურობით, ჩვენ უნდა ვიკამათოთ კანდიდატურების მიერ წარდგენილი პროგრამების ირგვლივ, რადას გავლით უნდა წარედგინოს უკრაინის საზოგადოებას და მივცეთ საშუალება საზოგადოებას გადაწყვიტოს მომავალი პრემიერის კანდიდატურა. სხვა შემთხვევაში ეს მოხდება კულუარულად და ვინ გავა? გავა ისევ ის კანდიდატურა, რომელზეც შეთანხმდებიან იაცენიუკი და ის ოლიგარქები რომლებიც მის უკან დგანან და მისცემენ მათ გარანტიას, რომ სქემა არ შეიცვლება და  თუ ეს მოხდება კულუარულად- საზოგადოება ყველა შემთხვევაში წააგებს.

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, თუ ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, ის იქნება ის ადამიანი, ვინც წარადგენეს უკეთეს პროგრამას და ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი. და თუ, რადას სურს კვლავ დარჩეს, მაშინ იგი ასე უნდა მოიქცეს. არ შეიძლება მოთხოვო ბაყაყებს ამოაშრონ ჭაობი, ოლიგარქები წარმოადგენენ სწორედ იმ ჭაობს, სადაც ბაყაყები ამოშრობის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ იგრძნობენ. მე შეიძლება ძალიან გულუბრყვილო იმედი მაქვს, რომ უცბად ბაყაყები ამოაშრობენ ჭაობს, გაასუფთავებენ წყალს, გადავლენ სუფთა წყალში და შეწყვიტავენ იყვნენ ბაყაყები.

საჭიროა ხალხის ნდობა, თუ ეს არ იქნება ყველაფერი დასრულდება ცუდად. მე ვიმოდოვნებ, რომ ყველაფერი იქნება გაცილებით კარგად-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “TEMA”-ში.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 29, 2016 04:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics