მიხეილ სააკაშვილი : მატყუარა ბარიგებმა წამოიწყეს პროპაგანდა

“განცხადება, რომ მე თითქოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადავლახე – არის პროპაგანდა”, – აღნიშნა საქართველოს ექს–პრეზდიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. მასმედიასთან შეხვედრა მან დღეს გამართა ლვოვში. სააკაშვილმა თქვა, რომ ის და მისი მომხრეები თავიდანვე დაექვემდებარენ ყველა იურიდულ პროცედურას. “არასასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც მასმედიაში “მატყუარა ბარიგებმა წამოიწყეს პროპაგანდა სახელმწოფო საზღვრის დარღვევის შესახებ. ისინი თვლიან, რომ ხალხი ბრბოა”, – ხაზი გაუსვა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მესაზღვრეებს, მაგრამ მათ ხელმძღვანელებს არა, რადგან ისინი ქურდები და დამნაშავეები არიან. ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული გამოცემა “Гордон”.

banner
წინა სტატიაშიპასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია
შემდეგი სტატიაN15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა