მიხეილ სააკაშვილი: ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო

უკრაინი სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძე პატიმრობში დატოვა. მომავალი სხდომა 3 თებერვალს გაიმართება.ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა. ადვოკატის თქმით გია ცერცვაძის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისთვის საკანში გატარებული ყოველი ზედმეტი დღე დამატებითი ზიანის მომტანია.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ცერცვაძე მომდევნო სხდომაზე აუცლებლად გათავისუფლდება.

“ვფიქრობ სახლში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო, თუმცა სჩანს რომ გაუშვებენ“ – განაცხადა სააკაშვილმა ქართულ მედიასთან კომენტარში.

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაგია ცერცვაძის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი კომენტარი გაკეთდა