მიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის გადადგომას ეხმაურება

Former Georgian president Mikhail Saakashvili smiles as he arrived at the opposition headquarters in Kiev, Ukraine, Saturday, Dec. 7, 2013. As thousands of anti-government protesters kept their vigil in Ukraine's capital Saturday, officials sought to reduce their anger with assurances that Russian and Ukrainian presidents didn't discuss Ukraine joining a Russian-led customs union at a meeting this week. (AP Photo/Efrem Lukatsky)

დიდი ხნის განმავლობაში ოდესის ისტორიაში გია ლორთქიფანიძე იყო პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა,- ასე ეხმაურება ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის მიერ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვებას.

“თავიდან მას ჩამოართვეს ბევრი ფუნქცია, შემდეგ დაიწყეს მისი დევნა ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბევრად მეტი, მაგრამ მადლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნა, ოდესაში აღადგინა ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრება”,-წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

სააკაშვილი მადლობას უხდის გია ლორთქიფანიძეს, “რომ სრულიად დამპალ სისტემაში დარჩა სუფთა და შეინარჩუნა ღირსება”.

“ახლა კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და ყველა სახის ნაძირალას შეუძლიათ გამარჯვების აღნიშვნა, მაგრამ ვარწმუნებ მათ, რომ ძალიან მცირე ხნით”,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია“თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება…საარჩევნოდ შეგეშინდათ”