მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა უცნობია სად მიემგზავრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინული ოპოზიციური პარტიის ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინის საზღვრის ლეგალურად გადასალახად ემზადება.
,,მე ყოველთვის კომფორტულად არ ვმოგზაურობ, მაგრამ საბარგულით მგზავრობა ჩემს საყვარელ მგზავრობის მეთოდს არ წარმოადგენს. მე არ ვაპირებ უკრაინაში არალეგალური გზით დაბრუნებას… ახლა ვსწავლობ საკანონმდებლო ბაზას და როდესაც მზად ვიქნები -უკრაინაში დავბრუნდები,, განუცხადა 6 აგვისტოს ვარშავაში მედიასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
,,ზელისუფლებას არ შეუძლია იგნორირება გაუკეთოს მილიონობით უკრაინელის მოსაზრებას. მე მინდა, რომ უკრაინა ევროპული სახელმწიფო გახდეს და მეც ამ პროცესის მონაწილე ვიყო,, აცხადებს სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშიამოღებულია 30 აბი „სუბოქსინი“ – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიარუსთავში, მდინარე მტკვარში 53 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები განახლდა