მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები კიევში იმპიჩმენტის მარშისთვის ემზადებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება სამი თვით – 2018 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძივა. ამის შესახებ სააკაშილი ფეიბუქის პირად გვერდზე წერს. ამასთან სააკავშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ უშიშროების სამსახურმა მიიღო ბრძალენა რომ მისის საცხოვრებელი სახლი და სამსახურეობრივი ოფისი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გაჩხრიკოს. “ჩემზე და ჩემს მომხრეებზე ბოლო დღეებში თვალთვალი გაორმაგდა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის და უკრაინის პრემიერის თბილსში შეხვედრაზე მოლაპარაკებების ერთერთი თემა მისი პოლიტიკური განეიტრალება იყო.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მისი მზარდი რეიტინგის ეშინია და ამიტომ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ახალ ეტაპს სოციოლოგიური კვლევების ახალ შედეგებს უკავშირებს, რომელთა მიხედვითაც, მისი და პეტრო პოროშენკოს რეიტინგებს შორის სხვაობა ერთი პროცენტია.

“პოროშენკოს რეიტინგი არის უკიდურესად დაბალი,” – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დღეს ქვეყნაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელა და ოფიციალური დოკუმენტაცია მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას უკრაინაში მხოლოდ ოლიგარქები და მათი მხარდამჭერები ებრძვიან, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი კი, მას მხარს უჭერს.

მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები კიევში იმპიჩმენტის მარშისთვის ემზადებიან. მსვლელობა 3 დეკემბერსაა დაანონსებული.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი აშშ-ს წინააღმდეგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპუტინი მაღალ ქუსლებზე (ვიდეო)