მიხეილ სააკაშვილი: მე არ ვაპირებდი პრემიერმინისტრობას!

„პრეზიდენტი ზის სასახლეში და შეუძლია ორდენებით და მედლებით დაჯილდოება ხალხის და შეწყალების უფლებასაც, პრაქტიკულად ვერ იყენებს,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება მისი დამსახურება არ არის და მას პრემიერმინისტრობა არც სურდა.

„მე არ ვაპირებდი პრემიერმინისტრობას, ამის შესახებ ვიტყოდი კიდევაც, არ დამჭირდებოდა კუდის ქიცინი აქეთ-იქით. ვთქვით, რომ მერაბიშვილი იყო კანდიდატი მაშინ პრემიერმინისტრობის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისი თქმით, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალა და საკმარისი ბერკეტები აქვს.მისი მთავარი ძალა არ ის ხალხი და საბოლოო ჯამში, მისი დაცვაც არის ხალხი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ 2007 წლის არჩევნებზეც და 2012-შიც საზოგადოებას არჩევნების თავისუფლება მისცეს.

„2012-ში, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში, ჩვენს სამსახურებში. მე ვფიქრობ, ზოგიერთი დაიღალა, ზოგიერთი გაიყიდა, კიდევაც რომ ვთქვათ, ზოგიერთმა ხელები ჩამოუშვა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა 2012 წლის არჩევნების შედეგი

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციაში მიწის გასხვისების ჩანაწერის გაკეთებას ეხმაურება