მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩასვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა ეს არ იქნება დაბრუნება, რადგან ის უკრაინაში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა

“რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, არჩევნებში გამარჯვება უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, ამ არჩევნების გამარჯვების ძალიან კარგი შანსები გვაქვს. უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მე აქ ისე არ ჩამოვსულვარ, მე ხომ გასტროლიორი არ ვარ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა მივატოვო. თუმცა ცალსახაა, არჩევნების შემდეგ მე ჩავალ საქართველოში, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას საკუთარ ხარჯზე და უახლოეს დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის არ ჩავიდა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რადგან მოქმედი ხელისუფლება ამას გამოიყენებდა “ძალადობრივი ქმედებების საბაბად”.

“ჩვენ ეს არ გვჭირდება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: მე ბუნებრივია, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” – ნომერი 41
შემდეგი სტატიადაუდგენელმა პირებმა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სარეკლამო ბანერი დააზიანეს