მიხეილ სააკაშვილი: “3 დეკემბერი – სახალხო იმპიჩმენტის დაწყების თარიღია”

მიხეილ სააკაშვილი: "3 დეკემბერი - სახალხო იმპიჩმენტის დაწყების თარიღია"
მიხეილ სააკაშვილი: “3 დეკემბერი – სახალხო იმპიჩმენტის დაწყების თარიღია”

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში 19 ნოემბერს გამართულ “სახალხო ვეჩეზე” განაცხადა, რომ იმოგზაურებს უკრაინაში და ხალხს მოუწოდებს სახალხო იმპიჩმენტის ჩატარებისკენ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო პორტალი “ГОРДОН”. “3 დეკემბერი – “სახალხო იმპიჩმენტის” დაწყების თარიღია. 3 დეკემბრამდე ვაკეთებთ იმას, რაც უკვე დავიწყეთ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საინფორმაციო ცენტრები უკრაინის ყველა რეგიონული მნიშვნელობის ქალაქში. ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ჩვენ გვაქვს ენერგია, ჩვენი რიგები ახალი ხალხით ივსება”, – აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამზადებელი პროცესი წარმატებით ჩაივლის. “ჩვენ ყველაფერი გამოგვივა…არავითარი პროვოკაციები…ჩვენი გეგმაა – მშვიდობიანი მოქმედებები”, – დასძინა მან.
შეგახსენეთ, 17 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის აქტივისტებმა “კარვების ქალაქი” გასალეს. ისინი მოითხოვენ ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების გატარებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გატაცებული ქართველები ფოთში იმყოფებიან
შემდეგი სტატიარუსეთის საზღვართან აშშ-ს მზვერავი თვითმფრინავი დააფიქსირეს