მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას სასამართლოში უჩივლებს.
საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა. რამიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მისი პატივისა და ღირსების შელახვაა, რის გამოც მეუფე იაკობს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
“ეს არის ასევე ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. კეთილი ინებოს იაკობმა და მოიტანოს მტკიცებულებები. ეს არის გირგვლიანების ოჯახის შეურაცხყოფა. კარგად ნახოს, რა დამსახურება მაქვს მე ამ საქმეში შალვა შავგულიძესთან ერთად. მისი გუშინდელი საუბარი ზუსტად რომ ეკლესიის დისკრედიტაცია იყო. ქორეპისკოპოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. აგენტები მრავლად ჰყავს გვერდით და იმათ მიხედოს. ჩემთან ასეთ საუბარს კანონის ძალით არავის არ შევარჩენ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, თუკი მეუფე იაკობი დღის ბოლომდე ბოდიშს არ მოუხდის, ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს