მიხეილ მაჭავარიანი: როდესაც ზოგიერთ კოლეგას არგუმენტი აღარ ჰყოფნის, მუშტებზე გადადის

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“როდესაც ზოგიერთ კოლეგას არგუმენტი აღარ ჰყოფნის, მუშტებზე გადადის,“ – ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

მიხეილ მაჭავარიანი დეპუტატებს შორის დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ფრაქცია ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, სიტუაცია დაძაბოს.

„ამ ორი წლის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, სიტუაცია დაძაბონ, რამაც ასახვა ჰპოვა და გოკა გაბაშვილსა და ნუკრი ქანთარიას შორის დაძაბულობა და შელაპარაკება მოხდა,“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: იმდენი არაფერი გეტკინოთ სერგო გენაცვალე, რომ ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე: ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები