მიხეილ მაჭავარიანი: პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

მიხეილ მაჭავარიანი სამგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერ ქეთევან დიღმელაშვილთან იმყოფებოდა, რომელსაც გააცნო ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივა, რომლითაც 2016 წლის დასაწყისიდან, პენსიის ზრდა 50 ლარით იქნება შესაძლებელი.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თუ მთავრობა უარს იტყვის პრემიებსა და დანამატებზე, მაგ შემთხვევაში პენსიის ზრდა შესაძლებელი იქნება.

„ჩვენ პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე. მიგვაჩნია, რომ იმ ფუფუნების ნაცვლად, ასაც მთავრობა ღებულობს იმ არაფრის კეთებაში და უნიათობაში, ეს ფული რომ მიემართოს პენსიის ზრდაში, შესაძლებელია პენსიის ზრდა 50 ლარით,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის წინაშე
შემდეგი სტატიაძლიერი ქარი ფოთში- დაზიანებულია სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები