მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით ამკვიდრებენ, გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის მსხვერპლი გახდნენ.

მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი.

ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ“, – წერს მიხელ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა გამართეს და ფედერაციის მიერ გურამ კაშიას მხარდაჭერა გააპროტესტეს.

ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა, რასაც „ქართული მარში“ აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ დროშა დაწვეს.

banner
წინა სტატიაში,,შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო”
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო