მიხეილ ჯანელიძემ ჯერ-ჯერობით არ იცის დაეწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტში 3 თებერვალს სიტყვით გამოდის, მან ჟურნალისტებისგან დღეს გაიგეო.

ჯანელიძე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებას საკუთარი დღის წესრიგისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღებს.

„თარიღი მე თქვენგან გავიგე, აუცილებლად განვიხილავ. დღეს ვერ გეტყვით ჩემი დღის წესრიგის შესახებ. ჩემ პირად გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს. ვნახავ გრაფიკს და ასევე იმ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება მიღებული ჩემ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: პრეზიდნეტის გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს აქვთ
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილმა გვიშვილა? თუ შეგვპირდა, რომ ყველაფერს ის გააკეთებს ჩვენს სანაცვლოდ”