მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

janelidze_mikheiliმიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დაბადების თარიღი
1981 წლის 29 მარტი

განათლება
2008 – 2010 – გრენობლის ბიზნეს სკოლა, გრენობლი, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა;
2008 – 2010 – კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმასრულებელთათვის;
2003 – 2006 – დიპლომატიური აკადემია, რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა;
1998 – 2002 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ბაკალავრის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება
2015 წლის 30 დეკემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი
21.09.2015-30.12.2015 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
16.12.2011-21.09.2015 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2009-2011 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
2009 – შპს „ჯანელიძე და კომპანია“, პარტნიორი;
2007-2009 – შპს „ველლაჯიო“, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი;
2007-08.2007 – ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი;
2006-2007 – შპს „საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი“, ბიზნესის განვითარების მენეჯერი;
07.2003-02.2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი  სპეციალისტი;
2001-2002 – სტაჟირება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

სერთიფიკატები
2011 – ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სემინარი, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში;
2011 – ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სემინარი, მომსახურებით ვაჭრობის გენერალური შეთანხმება და მოლაპარაკებები;
2010 – ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ტრეინინგი, დოჰას განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები;
2007 – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ევროპული ინტეგრაცია;
2007 – მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა, თბილისი, საქართველო, ბიზნესის ადმინისტრირება;
2007 – საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული ენის კურსები.

ჯილდოები
18.11.2011 – გადაეცა ღირსების ორდენი

ენები
ინგლისური, რუსული, გერმანული

ოჯახური მდგომარეობა
დაოჯახებული

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანმა და სომეხმა მომღერალმა ”ყვავილების ქვეყანა” ერთად იმღერეს (video)
შემდეგი სტატიაბათუმი დღეს! (FOTO)