მიხეილ ჯანელიძე – ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად

ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ არ დააკონკრეტა თუ სად გააგრძელებს ვიქტორ დოლიძე მუშაობას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

”ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის ინფორმირებული და ჩართული იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად. ბატონ ვიქტორ დოლიძეს აქვს დიდი გამოცდილება. ის არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატს ხელმძღვანელობდა, არამედ პარლამენტში შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ის არის ჩვენი სისტემის ღირებული წევრი.
დოლიძის შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მას აქვს დიდი და ღირებული გამოცდილება. ის არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ის გავიგე, რომ გახარია ახალი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური ცენტრი ხდება კალაძის საპირწონედ
შემდეგი სტატია,,ჩვენ მოვახერხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნება – გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო”