მიხეილ ჯანელიძე : წლევანდელი ამბასადორიალი დაეთმობა იმ გამოწვევებს, რომელიც დიპლომატიას აქვს

წლევანდელი ამბასადორიალი დაეთმობა იმ გამოწვევებს, რომელიც 21 საუკუნეში და განსაკუთრებულად ახლა დიპლომატიას აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქცენტები გაკეთდება სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ასევე, მნიშვნელოვანიაპოზიციები, რომელიც ეხება ეკონომიკურ დიპლომატიის გაძლიერებას.

„ამბასადორიალი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა შესაძლებლობა, როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს და აკადემიურ სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდეს, შეფასდეს ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, დაიგეგმოს სამომავლო ქმედებები შემდეგი წლებისათვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა გასული წლის განმავლობაში, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთაშორისო მხარდაჭერისათვის გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები სხვადასხვა ორგანიზაციაში და მოხდა საქართველოს საკითხოს მხარდაჭერა. აღსანიშნავია ევროინტეგრაციის, განსაკუთრებით ვარშავის სამიტი და ვიზალიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

„ამბასადორიალი 2016“ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ვინ იქნება “ნაციონალებიდან” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაიან კელი : მოვუწოდებ საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს, რომ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ