მიხეილ ჯანელიძე: თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს შეხვედრა გაიმართება

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს შეხვედრა იმართება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს, ამ ფორმატში არის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთს შორის.

„მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამ ფორმატით შეხვედრა, რაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთს, თურქეთში დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების გაღრმავებას. ეს არის მიმართულებები, როგორც ვაჭრობის კუთხით, ეკონომიკის სფეროში, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ა.შ. ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მნიშნველოვანია რეგიონალური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და ჩვენ ამ ყველა პროექტზე ვიმსჯელებთ და ასევე ორმხრივ ნაბიჯებზე ურთიერთობებში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერიამ გარე მოვაჭრეებს რიყის პარკის ტერიტორიაზე მუშაობა აუკრძალა
შემდეგი სტატიაერდორანმა რუსეთი ქვეყნებს მიათვალა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს