მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტედ ქოქრანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრებს მართავს.

მიხელ ჯანელიძე შეხვდა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქნარს (რესპუბლიკელი, მისისიპის შტატიდან). შეხვედრაზე სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის კანონმდებლების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა.

მინისტრმა აღნიშნა საქართველოს განვითარების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობა და სენატორს მადლობა გადაუხადა უშუალოდ მისი კომიტეტის მიერ წლების განმალობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ უზენაეს სასამართლოსთან საპროსტესტო აქციას გამართავს