მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებას

საქართველოს საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ თსუ-ში, დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დანარჩენი ქმედება ემსახურება სწორედ ამ მთავარი მიზნის შესრულებას.

”მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებას. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი. ყველა დანარჩენი ქმედება ემსახურება ამ უმთავრეს მიზანს. არჩეული გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ესეც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვხედავთ ამ მომავალში ჩვენი ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის განმტკიცების შესაძლებლობას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ქართულ დიპლომატიას მრავალი წარმატება აქვს სხვადასხვა მიმართულებით.

”აქტიურად ვართ წარმოდგენილი ორმხრივ დიპლომატიაში. 60 საელჩო გვაქვს გახსნილი, გვაქვს 3 მისია და საკონსულოები. ეს არის პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი მასშტაბი, რაც გამოწვეულია ჩვენი პრიორიტეტებით და საჭიროებებით, რომელიც გაგვაჩნია, ეს იქნება არაღიარების კუთხით, ეკონომიკური კავშირების დამყარების კუთხით თუ საქართველის მსოფლიო მასშტაბით წარმოდგენის კუთხით.
მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულება არის ძალიან ძლიერი, რაც არის დიპლომატიური გამოცდილების გამარჯვება. ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება ემსახურება სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ყველა მიზნის შესრულებას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 11.55%-ს შეადგენს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება