მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა, რომლის ფარგლებშიც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

2016 წლის 1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან.
მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვენის დიპლომატიურ აკადემიას, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე:“European integration of Georgia: Achievements and Challenges of the EU Associated Partner”
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და შეხვედრას გამართავს ავსტრიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთან ანდრია ჰაგმანთან.
მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც სიტყვით მიმართავს სტუმრებს.

banner
წინა სტატიაშისიმამრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაიმედია, პრემიერის განცხადება უმრავლესობის თავქარიან წევრებს დაარწმუნებს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ