მიხეილ ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს

ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ ვარშავაში განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.

”პირველად გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ველოდებით, რომ ამ კომისიის ფარგლებში განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში დგას და ასევე საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. ამ მიმართულებით ჩვენ ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ინტეგრაციის გზაზე”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 წლისთვის 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: დღეს ნატო-ს წინაშე ერთიანები წარვდექით