მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის ერთადერთი მიზანია, არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და გამჭირვალე ვითარებაში ჩატარდეს.

ამით ის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

“მნიშვნელოვანია ყველა პუნქტი, რომელიც განცხადებაშია. პირველ რიგში, არის მოწოდება, როგორც სამთავრობო უწყებებისადმი, ასევე ადამიანებისადმი, რომლებიც მუშაობენ სამთავრობო სტრუქტურებში. ასევე, მოწოდება ეხებათ პოლიტიკურ პარტიებს, მხარდამჭერებს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ გარემოში. პროცესი იყოს პოლიტიკურ დებატებზე, ამიტომ, ასეთი მაღალი დონის მოწოდებები, განცხადებები, მათ შორის ქცევის კოდექსი, ეს არის, რაც ხელს შეუწყობს პროცესების პოზიტიურად განვითარებას. საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს სამართლიანი, გამჭირვალე, მშვიდობიანი გარემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მთავრობის ერთადერთი მიზანი”,- განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) აფხაზი დიაკონი: “საქართველო სეპარატისტული ქვეყანაა”
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საბადრაგო ავტომობილების პარკი განაახლა