მიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ დღეს ბრიუსელში ვიზიტისას მათ კორესპონდენტს განუცხადა, რომ ევროკომისია, სავარაუდოდ, 8 მარტს გასცემს რეკომენდაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

მისივე ვარაუდით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოკლე დროში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიარეპუბლიკელების რქების მოქლიბვა პოლიტიკური ჯამრთელობისათვის მავენებლია