მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 11:48

მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან, პრემიერ-მინისტრთან ბაჰიტჟან საგინტაევთან, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (მეჯლისი) თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (სენატი) თავმჯდომარესთან კასიმ ტოკაევთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ასტანაში ვიზიტისას შეხვედრას გამართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან კაირატ აბდრახმანოვთან. შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოწერება 2018-2019 წლებში თანამშრომლობის პროგრამას.

ამასთან, 16 მაისს ქალაქ ასტანაში მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 11:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics