მიხეილ ჯანელიძე: კერის მიერ არც ერთ გზავნილში არ ყოფილა, რომ მთავრობა მედიის მუშაობაში ერევა

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯონ კერის მხრიდან არც ერთი გზავნილი არ გაჟღერებულა იმაზე, რომ მთავრობა მედიის მუშაობაში ერევა.
“არც ერთ გზავნილში არ ყოფილა, რომ მთავრობა დღეს რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა ან მედიის საქმიანობაში ერევა, პირიქით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით არის ლიდერი და მაგალითი,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საკითხი იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ოპოზიციისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის დროს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დროულად განიხილება
შემდეგი სტატია“საქართველო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი გზით მოგვარდეს პრობლემები”