მიხეილ ჯანელიძე : ჯონ კერის ვიზიტი აშშ- საქართველოს აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან ყოველწლიურად ღრმავდება ყველა მიმართულებით, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს.

„ეს მიმართულებები არის თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ასევე, თემები, რომლებიც უკავშირდება ხალხთაშორის ურთიერთობებს, განათლების სფეროს და კულტურულ ურთიერთობებს. დემოკრატიული რეფორმები, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით – ეს არის საკითხები, რომლებსაც დღეს სხვადასხვა ფორმატში განვიხილავთ, განსაკუთრებით სტრატეგიული ქარტიის პლენარული სესიის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თანათავმჯდომარეობით გაიმართება. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება, ყველა ამ მიმართულებაზე ვისაუბროთ. ჩვენ დღეს ველოდებით, რომ ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან შინაარსობრივი განხილვები იქნება“, – განაცხდა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა