მიხეილ ჯანელიძე: ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი განსაზღვრული არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი, – ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ამ ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს.
„ჩვენ შევეხეთ იმ გამოხატულ სურვილს, რომელიც გამოითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან ჩემი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ჯერ კონკრეტულად არ არის განსაზღვრული ვიზიტის ვადები, მაგრამ ვისაუბრეთ იმ სურვილზე, რომელიც დაფიქსირდა ჩემი ვიზიტის დროს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ კერის ვიზიტი ივნისის დასაწყისში იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურება