მიხეილ ჯანელიძე: იტალია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უპირობო მხარდაჭერა უცხადებს

იტალია 2018 წლიდან ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპიდანვე დავიწყოთ აქტიური მუშაობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრისა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია, რეგულარულად იმართება კონსულტაციებს, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დროს იტალიამ მაქსიმალურად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს ინტერესშია.

„ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე აქტიურად ვისაუბრეთ იტალიის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრის როლზე“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, იტალიის პოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, ცნობილია.

„მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც 28 ქვეყანამ მიიღო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. მათ შორის იტალიაც იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ პირადად ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ ამ მიმართულები საქართველოს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ დღეს არამარტო ვიზალიბერალიზაციაზე ვისაუბრეთ, არამედ ევროინტეგრაციასა და ნატო-ს წევრობის მხარდაჭერაზე, რომელსაც იტალიისგან ვიღებთ“,-აღნიშნა ჯენელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს
შემდეგი სტატიამომავალი წლის იანვარში პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა