მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას

news
: news თებერვალი 29, 2016 13:01

მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის პანელზე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს როლზე, ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს.

მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ყოველწლიურ, მაღალი დონის პანელში: „გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარების უფლების უზრუნველყოფას“.

სესიის პარალელურად, მინისტრი გაეროს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველო 2016 წლის იანვრიდან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს 3 წლის ვადით აირჩიეს.

news
: news თებერვალი 29, 2016 13:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics