მიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ტალინში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრს სვენ მიკსერს შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისსაგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში “აღმოსავლეთპარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევისათვის, რამაც კარგიშესაძლებლობა მისცა მხარეებს არაფორმალურ გარემოში განეხილათ 2017 წლის ნოემბერშიბრიუსელში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

თავის მხრივ ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირში ესტონეთისთავმჯდომარეობის პერიოდში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრიორიტეტულობა და აღნიშნა ამმიმართულებით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და ისმნიშვნელოვანი ურთიერთმხარდაჭერა, რაც ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. მათ შორისსაგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ევროპულიინტეგრაციის აქტიურო მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის დაესტონეთის მორიგი მხარდაჭერის გამოხატულება იქნება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისშისაქართვლოში ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის დაგეგმილი ვიზიტი. როგორცშეხვედრაზე აღინიშნა ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური ესტონეთის ხრიდან საქართველოსევროინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის.აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორისბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

მინისტრებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორულიმიმართულებით, მათ შორის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის,საჯარო მოხელეთა გადამზადების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიყო ის მრავალი სფერო,სადაც ესტონეთის ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს. მათ შოროს საგადასახოსისტემის რეფორმა ესტონური მოდელით, ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციოტექნოლოგიები და სხვა.

მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა “განვითარების სფეროს თანამშრომლობის” ფარგლებში საქართველოს დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კოტე იოსელიანის შტაბს თავს დაესხნენ