მიხეილ ჯანელიძე – ესპანეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს

ესპანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე არაღიარების კუთხით, ასევე ჩვენი ტერიტორიული და სუვერენული უფლებების აღდგენის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს აქვს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ. ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებზე ინტეგრაციის შესახებ. ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა ესპანეთისგან და მათი მხრიდან არის მკაფიო გზავნილი, რომ ყველა ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი რესპუბლიკელების გარეშე”- “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია – საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან