მიხეილ ჯანელიძე: დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის წინაშე

მიხეილ ჯანელიძე

დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც პარიზში მომხდარ ტერორტისტულ აქტებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ჯანელიძის განმარტებით, საფრთხის ქვეშაა ის ფასეულობები, რისთვისაც საფრანგეთის საზოგადოება იბრძვის და რომელსაც ქართული საზოგადობაც იზიარებს.
“დღეს მთელი საქართველო, არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოება, გამოხატავს სამძიმარს ფრანგი ერის და საზოგადოების მიმართ. ჩვენ ვდგავართ როგორც ფრანგი ხალხის, ასევე საფრანგეთის მთავრობის გვერდით. საფრანგეთზე განხორციელებული საშინელი ტერორისტული შეტევები ადასტურებს, რომ დღეს მსოფლიო არის დიდი საფრთხის წინაშე. საფრთხის ქვეშაა ფასეულობები, რისთვისაც საფრანგეთის საზოგადოება იბრძვის და რომელსაც ქართული საზოგადოებაც ვიზიარებთ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ ფასეულობების დასაცავად ერთად ვიდგეთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დარწმუნებულია, რომ მსოფლიო აუცილებლად აღუდგება წინ ტერორიზმს და ამ გლობალური საფრთხის დამარცხებას შეძლებს.
“ჩვენ ამას შევძლებთ ერთად დგომით და საფრთხეების წინააღმდეგ ერთად ბრძოლით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიმეორე იერიში – საფრანგეთის ავიაციამ ქალაქი ერ-რაქა დაბომბა
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: პენსიონერებს დღეს ძალიან უჭირთ, იმაზე მეტად უჭირთ, ვიდრე ოდესმე