მიხეილ ჯანელიძე: ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამიტომ აუცილებელია ალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრის მსვლელობისას, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახად დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, იმისათვის, რომ მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს.

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ხელმზრვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობს
შემდეგი სტატიანატო-ს ვარშავის დეკლარაცია – ნატო გაზრდის საქართველოს მხარდაჭერას