მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან რიჩარდ სტენგელთან
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსსაქართველოს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებისმნიშვნელობას. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ დააღნიშნა რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება დაანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიულიკომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიულიკომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობისამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავეგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომმრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენკვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიადედაქალაქის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება დორებით შეზღუდული აქვს