მიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურის სამინისტროში კადრების შემცირებაა დაგეგმილი

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად კულტურის და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება.

“ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ჩვენს სამინისტროს ამ ნაწილში 3 თვე არ დასჭირდება და ჩვენ ამ გეგმის წარსადგენად მზად ვიქნებით ბევრად უფრო ადრე. თუმცა კონკრეტულ ციფრებს მაშინ მოგახსენებთ, როცა ეს გეგმა ჩამოყალიბებული იქნება. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ დარგობრივ მიმართულებას, სპორტს და კულტურას. ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია და შემცირებები. კადრების შემცირებას ვვარაუდობ, თუმცა ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, ვინაიდან დარგობრივ ნაწილში სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალები არიან და ჩვენ არც ერთი პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა”, – განაცხადა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაში„სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა“ – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს