მიხეილ გიორგაძე : ხოსე კარერარის კონცერტზე – უცნაურია, ფასიანია კონცერტი – კრიტიკაა, უფასოა -კრიტიკაა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ხოსე კარერასის კონცერტის მიმართ დიდმა ინტერესმა ორგანიზატორებს გადააწყვეტინა, რომ ცნობილი საოპერო მომღერლის კონცერტი უფასო იყოს.

“უცნაურია, ფასიანია კონცერტი – კრიტიკაა, უფასოა, კრიტიკაა. ამ მასშტაბის, ამ ხარისხის კონცერტი რეგიონში პრაქტიკულად პირველად იმართება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. რამდენადაც ქუთაისის მერისგან, გუბერნატორისგან ვიცი, პრაქტიკულად ლამის მთელი რეგიონი აპირებს ქუთაისში დაძვრას და იმისთვის, რომ შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად და ყველას მისცემოდა საშუალება ამ კონცერტზე დასწრების, გადავწყვიტეთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფასო ყოფილიყო”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან ადამიანების მართვა ბევრად უფრო დაკვირვებით და ორგანიზებულად იქნება საჭირო.

ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში, 18 ივნისს გაიმართება. კონცერტზე დასწრება უფასოა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე: უკეთესი იქნება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პრიორიტეტები სწორად განსაზღვროს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის დროს მომუშავე ექიმებს მადლობა გადაუხადა