მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა. აღნიშნული გადაწყევტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძის, შორენა ყაველაშვილისა და გიორგი ჩემიას მოსამართლეებად ხელახლა გამწესებაზე მსჯელობს.

39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს ჰქონდა შეტანილი. დასახელებულ პირებს მოსამართლეობის ვადა ამოწურული აქვთ და ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით – სამწლიანი პერიოდით გამწესდებიან.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე საბჭოს ერთ-ერთმა არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა უარი განაცხადა. ის ითხოვდა, კენჭისყრა პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებულიყო.

banner
წინა სტატიაშიმერიის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ