“მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი ფაქტობრივად გაემიჯნა იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც დანანებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი”

პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს ვაგებ თითოეული ამ განცხადების საფუძვლიანობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველაზე კომენტარზე პასუხისმგებლობას იღებს.

“სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ ყველა ჩემს განცხადებაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კეთდებოდა, პასუხისმგებლობას ვიღებ. მე დღეს ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილიც კი უკვე ფაქტობრივად ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც ასე დანანებით საუბრობს თქვენი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. თითოეულ განცხადებაზე, რომელიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, ჩვენ პასუხსიმგებლობას ვიღებთ. ეს იყო ფაქტი, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წაყროებიც დავაკონკრეტეთ. სრული პასუხსიმგელობით შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “იმიტომაც მოიცილეთ… ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს მოკითხეთ, როგორ გახადა საქართველო მილიონერი”
შემდეგი სტატიამოწმე: ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე თითოეულ პირს, კოდუამ პრემიის სახით, 500 დოლარი გადასცა