მიგრანტების ცენტრის თანამშრომლის მკვლელობამ შვედეთი შეძრა

შვედეთის პოლიციამ 15 წლის მიგრანტი დააკავა, რომელიც 22 წლის საემიგრაციო ცენტრის თანამშრომლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შემთხვევა გოტებორგთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც მოზარდების ცენტრში მუშაობდა და რომლის სახელიც არ სახელდება, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობის ადგილას მივიდა შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლიოვენი, რომელმაც მომხდარს “საშინელი დანაშაული” უწოდა და განაცხადა, რომ ბევრ შვედს მსგავსი შემთხვევის განმეორების შიში აქვს.
შვედეთის საემიგრაციო სამსახურის მონაცემებით, ცენტრებში უკანასკნელ ხანებში მიგრანტების მხრიდან მუქარა და ძალადობის ფაქტები ორჯერ გაიზარდა.
გასულ წელს შვედეთში რეკორდული რაოდენობის მიგრანტები შევიდნენ – დაახლოებით 150 ათასი. გერმანიის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ბირჟები ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად ეცემა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო