იმიერკარპატები კიევს ავტონომიას სთხოვს

მიერკარპატები კიევს ავტონომიას სთხოვს

zakarpიმიერკარპატების სამხარეო საბჭოს დეპუტატებმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსგან, პრემიერ იაცენიუკისგან და უმაღლესი რადას სპიკერ ვლადიმირ გროსმანისგან მოითხოვეს რეგიონს ავტონომია მიანიჭონ. კიეველი პოლიტიკოსებისადმი შესაბამისი მიმართვა პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული – Zakarpattya.net.ua წერს.
„მოვითხოვთ იმიერკარპატები აღიაროთ სპეციალურ, თვითმმართველ ადმინისტრაციულ ტერიტორიად. ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტანილი“ – ნათქვამია დოკუმენტში.
დეპუტატების თქმით, უკრაინის მრეწველობა ფაქტობრივად „ძირს აგდია“, ხალხი კატასტროფულად გაღატაკებულია, ეკონომიკა დეფოლტის ზღვარზეა, „მაიდანის იდეალები ცინიკურად უარყოფილია“, „სიტუაციის ხსნის უკანასკნელი შესაძლებლობაა, ადგილობრივი თვითმმართველობის დაუყოვნებლივ სანქცირება რეალური და არა დეკლარატიული ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა “ – ამბობენ პარლამენტარები.
მათი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია უკანასკნელი 25 წლის მანძილზე იმიერკაპატების დაცარიელება და დატაცება.

banner
წინა სტატიაშიპანამას პრეზიდენტმა ოფშორების გამოძიების პირობა დადო
შემდეგი სტატია“ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს”