მიცკევიჩზე სტომატოლოგიური კლინიკა დააყაჩაღეს

მიცკევიჩის 19 ნომერში სტომატოლოგიური კლინიკა ნიუდენტის დაყაჩაღების მცდელობა იყო. კლინიკაში ორი ნიღბიანი შეიჭრა. როგორც ,,თიამერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება კლინიკის თანამშრომლებმა პატრულის გამოძახება შეძლეს და ნიღბიანებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პირველადი ინფორმაციით თანხა წაღებული არ არის. 
კლინიკის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები. ამ წუთებში სამართალდამცველები სწორედ ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან.
banner
წინა სტატიაშიბახტრიონზე მაღაზია გატეხეს
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი – ჩვენ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დადებით შედეგებს ვხედავთ