მგზავრები თვითმფრინავის კარის გაღებისთვის დააკავეს

მგზავრები თვითმფრინავის კარის გაღებისთვის დააკავეს

მგზავრები თვითმფრინავის კარის გაღებისთვის დააკავესჩინეთში პოლიციამ ავია-რეისის 25 მგზავრი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა ასაფრენ ბილიკზე საავარიო გასასვლელის სამი კარი გააღო.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კუნმინი-პეკინის მგზავრები, რომლებიც უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ აფრენის დრო უამინდობის გამო გაიწელა.
რამდენიმე მგზავრმა მათი თვითმფრინავიდან ჩაშვება ითხოვა, იმის გამო, რომ თავს ცუდად გრძნობდნენ. როცა თვითმფრინავის ეკიპაჟისგან უარი მიიღეს, მათ სათადარიგო კარები გახსნეს.
ჩინეთის პოლიციამ ორ მგზავრს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიურ სოფელში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩინელი მუშა დაშავდა
შემდეგი სტატიალე პენმა მომხრეებს მოუწოდა პარიზის დემონსტრაციაზე არ წავიდნენ