მღვიმეების გამოკვლევის მიზნით გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლები წალენჯიხას ეწვივნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მღვიმეების გამოკვლევის მიზნით გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლები კუკური წიქარიშვილი, ზაზა ლეჟავა, სპელეოლოგები ელგუჯა და ამირან ჯამრიშვილები, სპელეო მყვინთავები ვალერი ბარბაქაძე და გიგო ონიანი ეწვივნენ.

მათ მდინარე ოლორის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სავარაუდო მღვიმეში უნდა განეხორციელებინათ შესვლა, მაგრამ წყალში ცუდი ხილვადობის გამო, სიღრმეში შესვლა ვერ მოახერხეს. მუჟავაში მღვიმესთან დაკავშირებით ძიება კვლავ გაგრძელდება, ხოლო ივლისის შუა რიცხვებში მყვინთავები გეგმავენ ტობავარჩხილის შესწავლას.

სტუმრებს თან ახლდნენ კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიგა კვარაცხელია და ტურიზმის მთავარი სპეციალისტი თამაზ ლუკავა.

3 2

banner
წინა სტატიაშიპენსიების ზრდა პირველი ივლისიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “ქართულ ოცნებას” აქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა პარტიას ერთად