“მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა…წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით”- სადღობელაშვილი

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ლადო სადღობელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს. მანამდე კი ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სადღობელაშვლი ამბობს, რომ პოლიცია არამარტო მას, არამედ “ქართული მარშის” სხვა აქტივისტებსაც უმოწყალოდ გაუსწორდა. ის შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

“პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. შს მინისტრის, მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა. გიორგი ჭელიძე არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს ტვინის მსუბუქი შერყევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუშინ ვიხილეთ ის, რატომაც ვებრძოდით მაშინ “ნაციონალურ მოძრაობას”. გუშინ პოლიცია მოიქცა ასე, გაუსწორდა ფეხბურთის გულშემატკივრებს. წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით.

დაახლოებით 300-მა ადამიანმა ისროლა შუშხუნები ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით და მხოლოდ 7 კაცი ვართ დაკავებული. ჩვენი დაკავების სხვა მიზეზია. ვინც ცოტა ნეგატიურად ვიყავით განწყობილები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება მოხდა გუშინ. კობიაშვილმა მოიხმო შსს იმის გამო, რომ არ ესიამოვნა ის ფაქტი, რაც ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე ხდება. თამაშებზე ანთებენ შუშხუნებს, აფეთქებენ ამ ე.წ. პეტარდებს და ამის გამო ვინმეს აკავებენ? კობიაშვილს არ ესიამოვნა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ გურამ კაშიას და ფეხბურთის ფედერაციის ლგბტ პროპაგანდა”, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია შეცდომას უშვებს,ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია-მდინარაძე
შემდეგი სტატიამეჭიაური: ზაქარა ბორკილებს გამოთხრის