მღებრიშვილი მინდია ჯანელიძეს შეცვლის?!

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოში ერთიანდება. ახალ ორგანოს შსს-ს ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

imedinews-ის ინფორმაციით, ხვალ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მღებრიშვილს მინისტრის თანამდებობიდან გადააყენებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ, დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. ეს ინფორმაცია ვიცეპრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც დაადასტურა.

მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიკა დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

banner
წინა სტატიაში“კვლავ არის შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ნების კონტროლს,” – ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა