მეზობლების თქმით, ბუდაპეშტის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდეს

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. მეზობლების თქმით, მამაკაცი დანით მუცლის და სახის არეში დაჭრეს, შემდეგ ბინას ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების თაობაზე შევიდა.

“სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა. ხანძარი მაშველებს 8 კვ.მ-ზე დახვდათ. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა, რის შემდეგაც სამაშველო ბრიგადამ ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტე: ორივე დღევანდელ აფეთქებაში 42 ქრისტიანი-კოპტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაოსლოში დღეს აღმოჩენილი ბომბის გამო 17 წლის რუსი დააკავეს