(video) მეუფე პეტრე: პატრიარქმა ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადაყვანა მოითხოვა

სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდის მიტროპოლიტის ეპარქიიდან გადაყვანის საკითხი დააყენა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შესახებ მეუფე პეტრემ (ცაავა) ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას როგორც საპატრიარქოში, ისე ეპარქიაში ებრძვიან. მიტროპოლიტმა თქვა, რომ მისი ეპარქიიდან გადაყვანის მსურველების კვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთმორწმუნე ქვეყნისკენ მიდის.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის აზრით, პატრიარქი, თავისი გარემოცვის გამო, დამოუკიდებელი არ არის. მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დეკანოზ გიორგისთან (მამალაძე) დაკავშირებით რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება. მათ შორის, პირველად მაშინ, როცა მას სურვილი ჰქონდა დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოენახულებინა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პატრიარქი მისი გარემოცვის მხრიდან ხშირად დეზინფორმირებულია და ზეწოლას განიცდის.

“როდესაც უწმინდესი, მასზე ზემოქმედების მეშვეობით, დეზინფორმირებული შეიძლება აღმოჩნდეს და როცა მასზე გარემოცვა ასე ზემოქმედებს, ეს არის პრობლემა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

9 მარტს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის, “ერთსულოვნების” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. მას აეკრძალა მედიასთან ურთიერთობა და, საეკლესიო წესების თანახმად, მიიღო პირველი გაფრთხილება.

https://youtu.be/w7uKBvbNkvk

 

banner
წინა სტატიაში(video) ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაბათუმი ამ წუთებში