მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

ინგოროყვას კლინიკაში მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების სანახავად ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. მისი ინფორმაციით, 4 დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან, აღენიშნებათ საშუალო ხარისხის დაზიანებები, თუმცა მათი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ამ ეტაპზე აუცილებელია. მათ ამ დროისთვის დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა

banner
წინა სტატიაშიმეტრო “ვარკეთილში” მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაიან კელი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე